Pages

Total Pageviews

Powered by Blogger.

Sunday, June 6, 2010

ნუ მიმატოვებ დედა!


პ რ ო ე ქ ტ ი

1. პროექტის სახელი: ,,ნუ მიმატოვებ დედა!’’
2. პროექტის მიზანი: პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეები გაეცნობიან დედისგან მიტოვებულ ბავშვებს, მათ პრობლემებს, გააცნობიერებენ დედა–შვილს შორის არსებული უხილავი და ხილული კავშირის როლს.
3.პროექტის აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას დედასა და შვილის ბიოლოგიური კავშირის შესახებ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა სახლებში მიტოვებული ბავშვების შესახებ,
მეორე ეტაპზე შეაგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას, ეწყობა ექსკურსია, მოინახულებენ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს, გადაიღებენ სურათებს, შემდეგ ხდება ნანახის ანალიზი, დისკუსია–მსჯელობა.
4. მოსწავლეთა ასაკი: 15– 18 წლი
5. ვადები: სექტემბერი–ოქტომბერი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: დისკუსიის გამართვა, ნახატების, ესსეების, ფოტო და ვიდეომასალის მოძიება.
მოსწავლეები ბავშვთა სახლის მონახულების შემდეგ გააკეთებენ პრეზენტაციას და ნანახს თავიანთ თანატოლებს გაუზიარებენ.
7. მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებმა შეიძლება შექმნან ჩანახატები, ფოტო– კოლაჟი, ვიდეო–ფილმი, ლექსი, სიმღერა,ვებ–გვერსი, ელ.ჟურნალი. გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების უნარ–ჩვევები.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ბავშვების ფსიქიკას, მათ მოთხოვნებს დედისადმი, განსაზღვრავენ დედის როლს შვილის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში, ისწავლიან ბავშვებთან ურთიერთობას და მოიპოვებენ მათ ნდობას.

9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეეები სხვა სკოლიდან – ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.
11. საგნებთან კავშირი:
ბიოლოგია– ბიოლოგიური კავშირი დედასა და შვილს შორის.
ლიტერატურა –ლექსების, ჩანახატის, ესსეების შექმნა.
ხელოვნება– ნახატების შექმნა.
12. პროექტის ფასილიტატორი: თეა ნონიკაშვილი
13. ელ. ფოსტა: Tea nonikashvili@gmail.com



ჩემი პორტფოლიო